ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დალი ლატარია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166- ე მუხლის საფუძველზე წვრილმან ხულიგნობაში დაადანაშაულა.
პოლიციის მიერ შედგენილი ბრალდების ოქმის თანახმად, ლატარია სოფელ ნარაზენის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქვეყნის პირველი პირის, ვიზიტის დროს, ხმა მაღლა ყვიროდა, ილანძღებოდა და იგინებოდა, რითაც მან მოქალაქეთა სიმშვიდე დაარღვია. ასევე ოქმში ნახსენები იყო ლატარიას მიერ პრეზიდენტის ესკორტის მისამართით კვერცხების სროლის ფაქტიც.
ლატარიამ მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაზე თავი დამნაშავედ სცნო, რის საფუძველზეც მას სასამართლომ ადმინისტრაციული, 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები