Error
რუბრიკები
15 თებერვალს ელეექტროენერგია ზუგდიდისა და მარტვილის მოსახლეობას დროებით შეეზღუდებათ
15 თებერვალს ს.ს. „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალი ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 350 და მარტვილის მომსახურეობის ცენტრის 4383 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ს.ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოსთან დაკავშირებით გამოირთვება 36/6 კილოვოლტის ქვესადგური „გეოთერემია“-ს 6 კვ-ის შემყვანი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის სოფელ გეოთერმიის 349 აბონენტს და ტუბ.დისპანსერს. ასევევ, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35/10 კვ-ის ქვესადგური „მარტვილის“ 10 კვ-ის შემყვანი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მარტვილის მომსახურების ცენტრის სოფლებს აბედათი, ნაგვაზაო-4114 აბონენტი და 1269 ქალაქის აბონენტს, სულ 4383 აბონენტი. ს.ს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აქარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
Print