Error
რუბრიკები
ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში, სერგიას ქუჩაზე აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონის, რიმა ესართიას საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების სამსახური გამოძახებისთანავე დროულად მივიდა დანიშნულების ადგილზე, თუმცა დაგვიანებული გამოძახების გამო სახლი მთლიანად დაიწვა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თამაზ უბილავას თქმით ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Print