Error
რუბრიკები
ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღეს ასოციაცია "ათინათიც" უერთდება
15 თებერვალი ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის დეპარტამენტში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები სისხლს გაიღებენ. სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 65 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო ათი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი), არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24-36 საათის განმავლობაში. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა. უანგარო დონაციის ფარგლებში იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის მობილური ჯგუფები უწყების თანამშრომელთათვის ადგილზე იმუშავებენ. ამ თარიღთან დაკავშირებით ასოციაცია ათინათი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ნოვაცია 2009– ის მხარდაჭერით ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ატარებს აქციას, რომელშიც სხვადასხვა პარტნიორი სკოლების პედაგოგები და მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩაერთვებიან და გაიღებენ სისხლს.
Print