დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას არსებითი საქმის განხილვა გაიმართება. პროცესზე იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების ტარების ბრალდებას განიხილავენ. რამდენადაც წინასწარაა ცნობილი, პროცესზე მოწმეების დაკითხვა არ იგეგმება.
დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ გუნავას ეს ბრალდება მოეხსნას და ადვოკატი მოითხოვს რომ ყველა ეს ბრალდება ერთ საქმეში გაერთიანდეს.
თენგიზ გუნავას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში პირველი საათისთვის არის ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები