მეცნიერებმა ჩებარკულის ტბის მიდამოებში იმ მეტეორიტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც პარასკევს ჩელიაბინსკის მახლობლად ჩამოვარდა.
მისი არამიწიერი ბუნება ქიმიურმა ცდებმა დაადასტურეს, იტყობინება რია ნოვოსტი, ურალის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნებზე დაყრდნობით.
ჩელიაბინსკის ოლქის შსს-ს ინფორმაციით მეტეორიტის შვიდამდე ნამსხვრევი ცაში აფეთქდა და მიმოიფანტა. ერთ-ერთი მათგანი ჩებარკულში ჩავარდა და ტბაში 8 მ დიამეტრიანი ღრმული წარმოქმნა, რომლის გარშემო შეაგროვეს , 0,5- 1სმ ზომის, შავი მყარი ნივითიერების ნამსხვრევები და ექსპერტებს გადასცეს.
მეტეორიტი ჩელიაბინსკის ოლქში პარასკევს, ადგილობრივი დროით , დაახლოებით 09:20 სთ-ზე მოხდა.
სპეციალისტების შეფასებით, 10 ტონიანი რკინის მეტეორიტი დედამიწის ატმოსფეროს მყარ ფენებში 30კმ/წმ სიჩქრით შეიჭრა. თვითმხილველების თქმით, 20-30 წუთის განმავლობაში ჩელიაბინსკი „ საომარი მოქმედებების ზონას ჰგავდა“
მასალის გამოყენების პირობები