Error
რუბრიკები
წალენჯიხაში უფასო სასადილოებს დაფინანსება არ გაეზრდებათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 150,000 ლარი სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურებებზე გამოყო. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი უფასო სასადილო ჯვარისა და წალენჯიხის ტერიტორიაზეა ხოლო თითოში 110-110 ბენეფიციარი ირიცხება. როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დათო ბელქანიამ განაცხადა, აღნიშნული თანხა როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდანაა ჩარიცხული. ასევე მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით წელს, უფასო სასადილოების დაფინანსება არ გაზრდილა ვინაიდან ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლეოდა.
Print