PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/tyvicali.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა 3 პრიორიტეტს მოიცავს (video)
20:47 / 18.02.2013
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა განიხილეს დღეს დემოკრატიული ჩართუილობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.
სტრატეგიებზე ექსპერტები სამუშაო ჯგუფთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ მთავარი ამოცანა სტრატეგიული განვითარების ხედვის ჩამოყალიბება იყო.
ქვეყნის ძირითადი ამოცანების და მიმართულებების გათვალისწინებით ამ ეტაპზე შემუშავებულია დოკუმენტი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის დავით მელუას განცხადებით დოკუმენტში შესულია ისეთი საკითხები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მუნიციპალიტეტისთვის საინტერესო იქნება.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებში 3 ძირითადი მიმართულებაა შესული. ესენია:
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა მცირე ბიზნესებთან ერთად და ტურიზმი.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში შედის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მყარი ნარჩენების მართვა.
სოფლის მეურნეობა მცირე გადასამუშავებელი საწარმოების შექნას გულისხმობს, ხოლო ტურიზი საინფორმაციო საქმიანობასა და ანაკლიაში მცირე სასტუმროების მშენებლობას მოიცავს.
მისვე განცხდაებით ასეთი დოკუმენტის არსებობის აუცილებელობას მთავრობის მიერ 2013 წლის 7 თებერვალს მიღებული დადგენილება მოიცავს. და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება სწორედ ამ დოკუმენტზე იქნება დამოკიდებული. არსებული დოკუმენტი ამჟამინდელი სახით განსახილველად საკრებულოში ერთი კვირის ვადაში შევა და მის შემგდომ განხილვასა და ცვლილებების შეტანაში მონაწილეობას საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოები მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები