Error
რუბრიკები
რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე 4 სამუშაო ჯგუფი იმუშავებს (video)
რეგიონული განვითარების სააკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს პირველად გაიმართა. საკოორდინაციო საბჭოს მიზანია არასამავთავრობო სახელისუფლებო და საერთაშორისო სექტორს შორის თანამშრომლობა. აღნიშნული სხდომა რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებას მიეძღვნა. საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაიაა, რომელიც დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებია. რეგიონული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა შექმნილი ჯგუფების მიერ მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის 4 სექტორული სამუშაო ჯგუფია ჩამოყალიბებული. ჯგუფები შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო სექტორის, ბიზნეს სექტორისადა სხვა დაინტერესებული პირებისგან. რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის გელა სვირავას განცხდაებით საკოორდინაციო საბჭო 2005 წლიდან არსებობს. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი მუშაობა შეფერხებული იყო. მისივე განცხდებით აღნიშნული საბჭოს ინტერესისი სფეროს ძირითადად მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხები შეადგენს, ასვე ის პროექტები რომელსაც არსამთავრობო ორგანიზაციები და მთავრობა ანხორციელებს. პროცესში აქტიურად არის ჩართული გაეროს განვითარების პროგრამა. პროგრამის რეგიონული მენეჯერის ფლორიან დელონის განმცხადებით "UNDP" პროცესში ექსპერტებსი ჩართულობას უზრუნველყოფს.
Print