Error
რუბრიკები
ზუგდიდიში პროექტის „ ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე #14-ში, პროექტის „ ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები. პროექტის მიზანია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებში შეტანილი ცვლილებების, საზოგადოებისთვის გაცნობა. პროექტის ფარგლებში სოციოლოგიური კვლევა 7 რეგიონის სოფელში ჩატარდება. კვლევაში ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტისა და სოფლების რწმუნებულები. პროექტის პარტნიორია შესაბამისობის საზედამხედველო საბჭო. მარტის თვეში 7 რეგიონში დაგეგმილია ვორკშოპი ასევე OECI-ისა და ექსპერტების მონაწილეობით ტრენინგები ჩატარდება.
Print