რუბრიკები
ზუგდიდიში 26 მაისის დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა ქალაქის  მერიამ. დღის განმავლობალში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი: 09:00 სამხედრო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეცტექნიკის გამოფენა. 11:00 – 17:00 პანტომიმის დასის მსვლელობა ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00 – 17:00 ასფალტზე ხატვა ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00 – 17:00 პლენერი ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. 11:00 – 17:00 ზუგდიდელი მხატვრების გამოფენა „არტ-გალერეაში“. 11:00 – 17:00 ყვავილების გამოფენა ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00 – 17:00 წიგნების გამოფენა-გაყიდვა ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00 – 17:00 ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. 11:00 – 17:00 მარწყვის ფესტივალი. 11:00 – 12:00 სპორტული ღონისძიებები ( ჭადრაკი, მკლავჭიდი, გრეხეთბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, პარკური, თავისუფალი ჭიდაობა, სამბო, ძიუდო, გოგონების ხელბურთი, კარატე) ცენტრალური ბულვარის და სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00 – 17:00 კლასიკური მუსიკის კონცერტი „არტ-გალერეაში“. 12:00 – 14:00 საესტრადო სიმღერების კონცერტი ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე. 14:00 – 17:00 ქართული და სამეჯლისო ცეკვების კონცერტი კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობასთან. 17:00 – 19:00 ბენდი „ზუგდიდის“ კონცერტი ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. 19:00 – 20:50 გალა კონცერტი ჯგუფი „მგზავრების“ და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
Print