მზარეულის პროფესიული კურსის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს (ვიდეო)
15:58 / 22.05.2015
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, პროფესიული მომზადების მზარეულის კურსის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. მათ სასწავლებლის სამზარეულოში სადილი მოამზადეს და უნივერსიტეტის ეზოში კომპაქტურად ჩასახლებულ მრავალშვილიან დევნილ ოჯახებს მიართვეს. ისინი მსგავსი აქციის ჩატარებას მომავალშიც გეგმავენ.
საქველმოქმედო აქცია უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „განათლება დემოკრატიისთვის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტის ფარგლებში სტუდენტები დურგლის, შემდუღებლისა და მზარეულის პროფესიებს ეუფლებიან.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები