"ზებრა" გადასასვლელის პოპულარიზაციის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
16:41 / 22.05.2015
„ერთად შევღებოთ ზებრა და გავახდოთ ჩვენი ცხოვრება უსაფრთხო“-ამ სახელწოდების სამუშაო შეხვედრა დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.შეხვედრა "ზებრა" გადასასვლელების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მერიის სათათბიროს ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელის ეკა მინჯორაიას თქმით,შეხვედრა საგაზაო უსაფრთხოებას ეხებოდა.
“მოგეხსენებათ,გზებზე უსაფრთხო მოძრაობა პრობლემური საკითხია ჩვენს ქვეყანაში,მათ შორის ჩვენს ქალაქშიც. განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეითთა გადასასვლელებზე/ზებრაზე წესების უგულებელყოფა,როგორც მძღოლების,ასევე ქვეითთა მხრიდან".-ამბობს ეკა მინჯორაია. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საგზაო უსაფრთხოების დაცვის წესებთან დაკავშირებით კვირეული გაიმართება, სადაც რიგი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქციები გაიმართება.
სამუშაო შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივითა და სამოქალაქო კამპანიის „მადლობა,რომ გზა დამითმე"ფარგლებში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები