Error
რუბრიკები
რამდენიმე წელი დახმარების მოლოდინში (video)
მოსკოვის ქუჩაზე, ყოფილი 12 სამშენებლო ტრესტის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები საყოფაცხოვრებო და სოციალურ პრობლემებს უჩივიან. კომპაქტურ ცენტრში დევნილთა 7 ოჯახი, სულ 33 ადამინი ცხოვრობს, მათი უმრავლოსობა უმუშევარია. შენობას 2004 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროექტის ფარგლებში  სარებილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის შენობის დიდი ნაწილი ამორტიზირებულია, 2011 წელს გაჩენილი ხანძრის  შედეგად კი სახურავი მთლიანად დაზიანებულია, რის გამოც  მაცხოვრებლებს წყალი სისტემატიურად ჩამოსდით. კომპაკტურ ჩასახლებაში არ არის წყალგაყვანილობა და მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. სამშენებლო ტრესტის შენობაში მაცხოვრებელი დევნილები რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მათ შეუწყდათ ელექტროენერგიაზე, ერთი სული დევნილისთვის დაწესებული 100 კილოვატიანი შეღავათი. დევნილები ასვე აღნიშნავენ, რომ მათ უსამართლოდ შეუწყდათ სოციალური დახმარება. მათთან სასაუბროდ  აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს  ახლადდანიშნული უფროსი, ირაკლი ქოჩუა დანიშვნიდან, რამდენიმე დღეში მივიდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. როგორც ირაკლი ქოჩუამ რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხდა, მშენებარე კორპუსებში ფართით ყველა დევნილი უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება  აღნიშნულ კომპაქტურ ცენტრს, შენობის გარემონტება არ მოხდება და დევნილები აუცილებლად  სხვაგან გადავლენ საცხოვრებლად, თუმცა ამას დრო დასჭირდება. - აღნიშნავს ირაკლი ქოჩუა.
Print