რუბრიკები
ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული ათი პირიდან ორი გაათავისუფლეს (ვიდეო)
ხმაური იყო დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული 10 პირიდან 2 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, დანარჩენს კი სხვადასხვა ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს.  გათავისუფლებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ განაჩენი სამართლიანია, პატიმრობა მისჯილთა მშობლები კი ამტკიცებენ, რომ მათი შვილები ასევე უდანაშაულოები არიან და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ამასთან, ბრალდებულების  მშობლები პროკურატურას ცრუ მოწმეების მოყვანაში ადანაშაულებენ. მათ პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი საპროტესო აქცია გამართეს. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი გასული წლის სექტემბერში დააკავეს.
Print