რუბრიკები
„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა (ვიდეო)
„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა გოგიტა ბიგვავამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ადგილობრივმა მერიამ ვერ შეძლო იმ დაპირებების შესრულება, რომელიც მან წინასაარჩევნოდ გასცა. "მე ვურჩევდი მერიას თავი დაანებოს ბიუჯეტის სახსრებით წვეულებების გამართვას  და მოაგვაროს  ქვეითად მოსიარულეთათვის ე.წ.ზებრას მოწესრიგება". მისივე თქმით, ქალაქის მერიაში პარალელურად შეიქმნა ახალი  ქალაქმშენებლობის სამსახური, ეს მაშინ, როდესაც ზუგდიდში ფაქტობრივად გაჩერებულია მშენებლობები.-ამბობს გოგიტა ბიგვავა.
Print