Error
რუბრიკები
"არა ოკუპაციას" და გუბერნატორის სიტყვიერი შელაპარაკება პოლიციასთან (Video)
ზუგდიდში, აქცია სახელწოდებით „არა ოკუპაციას“, 9 აპრილის მემორეიალუ დაფასთან დაიწყო და შემდგომ ენგურის ხიდზე გაგრძელდა. აქციაზე 30 -მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას მათ შორის იყვნენ სამხარეო ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, თენგიზ გუნავა. აფხაზეთი -სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, სასაზღვრო პოლიციელსა და გუბერნატორს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. რისი მიზეზიც, სასაზღვრო პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის ხიდამდე ავტომანქანებით მისვლის აკრძალვა გახდა. მესაზღვრეები მიზეზად აქტივისტების უსაფრთხოებას ასახელებდნენ. გუბერნატორი სასაზღვრო პოლიციისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა თუ რის საფუძველზე არ ატრარებდნენ აქტივისტებს ავტომანქანით ენგურის ხიდმადე. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ "რუსეთი არის ოკუპანტი და მისი ჯარი არ უნდა იყოს საქართველოში. ასევე პოლიციელების ქმედება სამარცხვინოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ უნდა სცხვენოდეთ ამ გადაწყვეტილების. განაცხადა თნგიზ გუნავამ. აქციას სახელწოდებით „არა ოკუპაციას „ ხელმძღვანელობდა ზუგდიდის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ანი წითლიძე. მისი თქმით ისინი ყოველთვის გააპროტესტებენ რუსულ ჩექმას საქართველოში და დასძინა, რომ სამეგრელოს ძალიან კარგად ახსოვს რუსული აგრესია და ყველა ის ადამიანი ვინც გადაუხვევს დასავლურ პოლიტიკას, ფეხს მოიტეხს საკუთარი ერის წინაშე.აღნიშნა ანი წითლიძემ. აქციის დასასრულს ენგურის ხიდზე „მშვიდობის ფრანი“ გაუშვეს და კიდევ ერთხელ უთხრეს, „არა ოკუპაციას“.
Print