რუბრიკები
ზუგდიდში "ნაციონალების" მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ხელისუფლების გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, ზუგდიდის ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია და პარტიის სხვა წევრები. აქცია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ორგანიზებით იმართება. აქცია სანქცირებულია და მას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იცავენ.
Print