რუბრიკები
50-მდე ორგანიზაციამ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი დააფუძნა
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა ,,სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ პრეზენტაცია, რომლის შექმნის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრა.“ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან/პარტნიორებთან/დონორებთან ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.  შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კლუბის შექმნის კონცეფცია, ფორმატი და სამოქმედო გეგმა. სოციალური პაუსისმგებლობის კლუბის პრეზენტაციას დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, საჯარო სექტორის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.  შეხვედრის ბოლოს გაიმართა კლუბის ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია, რომელზეც ხელი მოაწერეს დამფუძნებელმა კომპანიებმა. (დამფუძნებელთა სია იხილეთ ქვემოთ). კლუბის დამფუძნებელთა სია: ვითიბი ბანკი ფრესკო პალიტრა მედია ჰაიდელბერგ ცემენტ კავკასუსი ,,ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” უნიქარდი AVON ITV ჯგუფი გაუ თიბიესი კონსალტინგი მედიის განვითარების ფონდი ასოციაცია ,,ათინათი“ ავერსი ფოლკლორის ცენტრი აფხაზეთის ხმა სიდა ჯეპრა დაცვის პოლიცია ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი ჯორჯია თოდეი ჯგუფი Marketer.ge თიბისი ბანკი პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი – PMCG სილქ როუდ ჯგუფი აიპრეს ჯგუფი ვერონა კორსტანდარტ ბანკი თბილისი მოლი კომმპანია ,,ფერი“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მაკა დარსაველიძე Adress ნატახტარი Mercy Corps Georgia ACF Georgia ნატალის აკადემია NGO ALTI ალტერნატიული ინიციატივები CENN კავშირი ,,საფარი” Helpius.ge საქართველოს ბანკი ევექსი სამედიცინო კორპორაცია IDS ბორჯომი საქართველო ,,ვიმეგობროთ“ ,,ევროპა დონა საქართველო“ ბანკი რესპუბლიკა წითელი ჯვარი რეგიონმედია მარკეტი.
Print