ზუგდიდის საჭადრაკო სკოლას ქართველი მოჭადრაკეები სტუმრობდნენ (ვიდეო)
11:10 / 29.05.2015
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლას ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის დირექტორი მარინა მილორავა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე სტუმრობდნენ. მათ ჭადრაკის სასახლეში ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია შეხვდა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გერმანე სალია ესწრებოდა. ქალაქის მერმა სტუმრებს საჭადრაკო სკოლის განვითარებასთან დაკავშირებული გეგემბი გააცნო. ირაკლი გოგოხიას თქმით, მომდევნო წლის ადგილობრივ ბიუჯეტში საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები უნდა გამოინახოს.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, საჭადრაკო სკოლაში საერთაშორისო დიდოსტატებმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და გიორგი გიორგაძემ სკოლის ნორჩ მოჭადრაკეებთან ერთდროული თამაშის სეანსი გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები