ტრენინგ- შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან (ვიდეო)
17:09 / 29.05.2015
ასოციაციამ „ქსენონი“ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან მორიგი ტრენინგ-შეხვედრა გამართა. შეხვედრა მიზნად ისახვდა ექიმების ინფორმირებას აივ შიდსთან დაკავშირებულ ქვეყანაში მოქმედ პროგრამებზე. „ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, რომელიც ეხება აივ შიდსის მკურნალობას, დიაგნოსტიკას, პროგრამებს და ნარკოტიკების მოხმარებას აუდიტორიისთვის თანაბრად საინტერესო იყო. ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის ის არის, რომ მათი ხედვა და პრობლემის აღქმა ნარკოდამოკიდებულების მიმართ არის სწორი“, - თქვა „ქსენონის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ.
მასალის გამოყენების პირობები