რუბრიკები
თათია შარანგიას საქველმოქმედო კონცერტი ზუგდიდში დაიწყო (ვიდეო)
საღამოზე პიანისტმა, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა თათია შარანგიამ საფორტეპიანო, კლასიკური მუსიკის 40 წუთიანი პროგრამა წარადგინა. ახალგაზრდა მუსიკოსმა მსმენელი საკუთარი ტექნიკითა და დახვეწილი საშემსრულებლო მანერით მოხიბლა. საქველმოქმედო კონცერტი ზუგდიდის "ოდიშის" კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. კონცერტიდან შემოსული თანხა ზუგდიდში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოხმარდება. ღონისძიებაზე ფონდის "ნათელი საქართველო" დამფუძნებელმა სანდრო შელიამ განაცხადა, რომ მსგავსი საქველმოქმედო კონცერტების გამართვა საქართველოს რამდენიმე ქალაქში იგეგმება. პირველი ქალაქი, სადაც თათია შარანგიამ საქველმოქმედო ტურის ფარგლებში დაუკრა - ზუგდიდია.
Print