ამერიკის დღეების აღნიშვნა დღეს ზუგდიდიდან დაიწყო (ვიდეო)
17:54 / 02.06.2015
ამერიკის დღეებით გათვალისწინებული ღონისძიებები ზუგდიდში 10 სთ - დან ამერიკანისტიკის კონფერენციით გაიხსნა, რომელიც ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
15 სთ-ზე იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე პარკში ამერიკის დღეების საინფორმაციო გამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები, საგრანტო პროგრამები, USAID-ის პროექტები და მშვიდობის კორპუსი საქართველოში.
დღესასწაული დღეს,18 სთ-ზე ამერიკული ჰიპ-ჰოპ ბენდის Dangerflow და Sea2Sea მოცეკვავეების კონცერტით დასრულდება.
საინფორმაციო გამოფენას დღეს შეერთებული შტატების ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან ერთად, სამეგრელოში ჩამოსული პრემიერ- მინისტრი ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილს ახლდნენ კულტურის და ეკონომიკის მინისტრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ დაათვალიერეს, გამოფენა და დააგემოვნეს იქ წარმოდგენილი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.
საქართველოში ამერიკის საელჩოს ინიციატივით, ამერიკული დღეების აღნიშვნა ოთხ ქალაქში, 2-დან 6 ივნისამდე იგეგმება.
3 და 4 ივნისს ღონისძიება ახალციხესა და გორში ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები