რუბრიკები
ხაიშელმა გოგონამ პრემიერ-მინისტრს თავისი სოფლის გადარჩენა სთხოვა (ვიდეო)
ზუგდიდში საქართველოს-პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სტუდენტმა, რომელიც  მისი თქმით, სოფელ ხაიშიდან იყო, სოფლის სახელთ ჰუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებთ განმარტებები სთხოვა. „ბატონო პრემიერო, ჰუდონჰესის მშენებლობა წინა მთავრობამ გადაწყვიტა. მთელი სოფელი დაიტბორება, ტაძრები, სამარხები…მინდა ამ საკითხზე მთელი სოფლის სახელით გულისტკივილი გამოვთქვა. რას გვპირდება ახლანდელი ხელისუფლება, დაიტბორება ჩვენი სოფელი?“ – ჰკითხა სტუდენტმა გოგონამ პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტ გოგონას ჰუდონჰესის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და უთხრა, რომ კომპენსაციის გარეშე არც ერთი ოჯახი არ დარჩება. „სახელმწიფომ თითოეულ ოჯახთან კონსულტაციები უნდა გამართოს, ჩვენ მოსახლეობას ჰესის მნიშვნელობაზე უნდა ვესაუბროთ. ეს არ არის მარტო ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, არამედ, ათეული წლების განმავლობაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მთავრობა გამოიყენებს ყველა საშუალებას , დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა იმაში, რომ ეს არის სახლემწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტი“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკისა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი სტუდნეტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
Print