რუბრიკები
ზუგდიდში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოითხოვეს (ვიდეო)
ზუგდიდში, სკეიტ პარკში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების დაპატიმრებისა და იძულებითი ნარკოტესტირების შეწყვეტა მოითხოვეს. აქციას, რომელიც ახლგაზარდებმა ფეისბუკის საშუალებით დაგეგმეს, „ზუგდიდის განვითარების ცენტრის” მოსწავლეები და ადმინისტრაციის წარმომადგნლები შეუერთდნენ. მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია ასევე გაიმართება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ბოლნისში. მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა. კანონპროექტის განხილვის წამყვანად ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაასახელა. კანონპროექტის შესახებ სავალდებულო დასკვნები ჯანდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა უნდა მოამზადონ. ინიციატივა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ 28 მაისს დაარეგისტრირა.
Print