რუბრიკები
საგზაო წესებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა (ვიდეო)
საგზაო წესების დაცვისა და პროპაგანდის ხელშეწყობის მიზნით ასოციაცია „ მერკურმა“, „ათინათის, „ „გაენათის“ და „საუნჯე“ -ს ახალგაზრდულ კლუბებთან ერთად კოსტავას და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთასთან აქცია გამართა. ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენლის ნანა თოდუას თქმით, „მერკური"ახორციელებს ადვოკატირების კამპანიას “ზებრა," რომლის მიზანია ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სკოლების წინ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობა . პროექტის მხარდამჭერია NESENUTI და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. აქციის მსვლელობისას, ახალგაზრდებმა მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს „ზებრა“ გადასასვლელთან დაკავშირებული საინფორმაციო სახის ბუკლეტები და სტიკერები დაურიგეს.
Print