არასამთავრობო ორგანიზაციამ მესხიას უნივერსიტეტში პროექტის პრეზენტაცია გამართა (ვიდეო)
16:25 / 03.06.2015
არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი“ წარმომადგნლებმა ზუგდიდში შ. მესხიას სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „უკან მომავალში“ პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციას სტუდენტები და პროფესორ-მასწავლელბლები დაესწრნენ.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და კოლეგიის წევრის გიორგი თუთბერიძის თქმით, ორგანიზაციის პირველი პროექტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული.
„ეს პროექტი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დღესდღეობით ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია. ამ შემთხვევაში ეს არა ცალკეულმა ადამიანებმა ან პირთა ჯგუფებმა უნდა მოახდინოს არამედ, მთლიანად საზოგადოებამ. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი პრიორიტეტი სტუდენტური ქსელის ჩამოყალიბებაა, რომელიც ერთ-ერთი ბირთვი იქნება იმისა, რომ საზოგადოება სწრაფად განვითარდეს,“ - თქვა გიორგი თუთბერიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი“ მსგავს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ უნივერსიტეტებში მართავს.
მასალის გამოყენების პირობები