რუბრიკები
ზუგდიდის ნაციონალური მოძრაობის წევრები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების:კახათი-დიდინეძის თემის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. ზუგდიდის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ლევან კონჯარია -ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე ზუგდიდის საკრებულოში,  მოძრაობის წევრი გელა თოლორაია და ფრაქცია "ქრისტიან -კონსერვატიული მოძრაობის" თავმჯდომარე- კახა ჩანგელია  ადგილობრივების პრობლემებს და მოთხოვნებს გაეცნენ. მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა და მოთხოვნა იყო დახმარებოდნენ  სოფელს ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხის მოგვარებაში.
Print