რუბრიკები
ზუგდიდში პროექტის „დანერგე მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
დღეს სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ და საგრანტო ოფიცერმა ალექსანდრე მელქაძემ პროგრამა „ დანერგე მომავალი“, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს. განცხადების მიღება სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოში 15 ივლისიდან დაიწყება და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ ახალი ხეხილის ბაღები შემოდგომაზე გააშენონ. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სულ 14 განაცხადი დამტკიცდა და 14 ბენეფიციარზე 575,889 ლარის დაფინანსება იქნა გაცემული. 89.63 ჰექტარის მიწის ფართობზე გაშენებულია 84, 3 ჰა ვაშლის კულტურა, 1ჰა-ატამი, 3.09ჰა ქლიავი,  1,2ჰა ბალი. სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოს დირექტორის მარიანა მორგოშიას თქმით, „დანერგე მომავალის" ფარგლებში  საგაზაფხულოდ ბაღების გაშენების პროცესი დასრულებულია , რაც შეეხება საშემოდგომოდ სანერგე მეურნეობების გაშენებას, განაცხადების მიღება ივლისის თვიდან დაიწყება.„ ჩვენ ვვარაუდობთ რომ ამ პროექტში სამეგრელო სექტემბრის თვიდან ჩაერთვება და აქ ძირითადად თხილის კულტურა გაშენდება“.- თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას მარიანა მორგოშიამ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „ დანერგე მომავალი“ განხორციელება თებერვლის ბოლოდან დაიწყო და მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სასოფლო- სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენება და მრავალწლოვანი ბაღების გაშენება.
Print