რუბრიკები
Google ინდოეთის პრემიერს ბოდიშს უხდის
Google-ის საძიებო სისტემაში მსოფლიოს ათი მთავარი კრიმინალის ძებნისას ინდოეთის პრემიერის ფოტო გამოჩნდა ინტერნეტ საძიებო გიგანტი Google ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდა მოდის ბოდიშს უხდის. ამის მიზეზი Google-ის საძიებო სისტემაში მსოფლიოს ათი მთავარი კრიმინალის ძებნისას ინდოეთის პრემიერის ფოტოს გამოჩენა გახდა. როგორც Google-ის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ბოდიშს უხდის ნარენდა მოდის იმ გაუგებრობის გამო, რაც მათი თქმით, შესაძლოა, სისტემის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ინდოეთის პრემიერის ფოტო მსოფლიოს ისეთი კრიმინალების გვერდით გამოჩნდა, როგორიცაა "ალ-ქაიდას" ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი და 1993 წელს განხორციელებული მუმბაის ტერაქტის ორგანიზატორი, დავუდ იბრაჰიმი. Google-ის შეცდომას სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.   GOOGLE და LEVI’S-ი სენსორულ ჯინსებს გამოუშვებს GOOGLE-მა საკუთარი ფოტოსერვისი წარადგინა GOOGLE საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს GOOGLE ძიების შედეგების ჩვენების გარდა, ვაჭრობასაც იწყებს GOOGLE დათხოვნილ თანამშრომლებს ხელფასს უხდის 2015 წელს GOOGLE-ს რუკაზე საქართველოს 5 ქალაქი სრულად განთავსდება GOOGLE მობილური ოპერატორი გახდა GOOGLE MAPS-მა დასახელება “სუხუმი” “სოხუმად” შეცვალა GOOGLE-მა GOOGLE GLASS-ის წარმოება შეაჩერა    
Print