ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 1,3 მილიონი ლარით გაიზარდა (ვიდეო)
17:47 / 05.06.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 მილიონ 327 ათასი ლარით გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კახა ფარცვანიამ გააჟღერა. მისი განმარტებით, აღნიშნული თანხა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოიყო. კერძოდ, 500 ათასი ლარი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციას მოხმარდება, ხოლო 827, 6 ლარი ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე არსებული ტროტუარების კეთილმოწყობას.
ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 21 მილიონ 187, 4 ათასი ლარით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები