ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში დიდი საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას სახელობის სახალხო დღესასწაული "იონაობა" გაიმართა.
ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, კრიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მწერალთა ბიოგრაფისა და ,,ვეფხისტყაოსნის" ფრანგულად მთარგმნელის, ბატონ იონა მეუნარგიას სახელობის სახლ–მუზეუმი დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრი“-ს წარმომადგენლებმა, პოეტმა ლია ნაროუშვილმა, შუკო ჯიქიამ და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრი“-ს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერითა და გამგებლის ბატონ ედიშერ თოლორაიას უშუალო თანადგომით გაიმართა.
დღეს იონა მეუნარგიას ძეგლი და მემორიალური დაფა ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით კი ღონისძიების მასპინძლებმა და სტუმრებმა სოფელ ცაიშში გადაინაცვლეს. ცაიშის ტაძარში კი აღესრულა საგანგებო წირვა და პანაშვიდი. გაიმართა ტრადიციული სახალხო ზეიმი. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ეზოში საგანგებოდ გაშლილ მოლბერტებზე დახატეს.
სახალხო დღესასწაულ ,,იონაობა“-ს აღნიშვნას მის მშობლიურ სოფელში 1966 წლიდან ჩაეყარა საფუძველი.
მასალის გამოყენების პირობები