რუბრიკები
ჯონ ლენონის დაკარგული გიტარა აუქციონზე გაიყიდება
ჯონ ლენონის კუთვნილი გიტარა Gibson-ი ბევერლი-ჰილზში აუქციონზე გაიყიდება. მისი საწყისი ღირებულება 800 ათას დოლარს შეადგენს. როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ლენონის გიტარა ბობ დილანის რეკორდს მოხსნის, რომელიც მანამდე 965 ათას დოლარად გაიყიდა. აკუსტიკური გიტარა J-160E Gibson-ი ლენონმა ლივერპულში შეიძინა. 1963 წელს, ლონდონის პარკში Beatles-ის მიერ გამართულ საახალწლო შოუს დროს ინსტრუმენტი დაიკარგა და მხოლოდ 50 წლის შემდეგ, ის ერთ-ერთ მაღაზიაში აღმოჩნდა. ლენონისთვის ეს გიტარა ყველაზე საყვარელი ინსტრუმენტი იყო და მის დაკარგვას ძალიან განიცდიდა. ეს პირველი აუქციონი არ არის, სადაც ლეგენდარული ჯფუფის ინსტრუმენტები გააქვთ. 2013 წელს გიტარა, რომელზეც რიგ-რიგობით უკრავდნენ ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი, 408 ათას დოლარად გაიყიდა.
Print