რუბრიკები
გალში აკრძალული მცენარეების მოყვანის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის და მილიციის თანამშრომლებმა, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ამავე სოფლის მკვიდრი, 1959 წელს დაბადებული გ. ა. დააკავეს.

მას ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი აკრძალული მცენარეების მოშენება-მოყვანის ბრალდება წარედგინა.

დაკავებულის  კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან აფხაზმა სამართალდამცავებმა 178 ძირი საეჭვო, ,,მწვანე ფერის” მცენარე ამოიღეს.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული მცენარეებიდან 156 ძირი ,,ყაყაჩოს,” ხოლო 22 ძირი - ,,კანაფის” სახეობას განეკუთვნებოდა. დაკავებულმა ბრალი უკვე აღიარა.  ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

Print