ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ბრალდებულის დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრების თქმით, დაკავებული მოძალადე არ არის და სასამართლო დარბაზიდან მისი გათავისუფლება მოითხოვეს. დავით ჟორჟოლიანის ოჯახი უკანონოდ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნაზეც საუბრობს, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა.
გარდა ამისა, დაკავებულის ახლობლები გენინსპექციას მიმართავენ და გამოძიებაში ჩართული პირების კონტროლზე აყვანას მოითხოვენ.
„ჩემმა ძმამ მ.ხ. ცოლად გასული წლის თებერვალში შეირთო. აღმოჩნდა რომ გოგონა ქალიშვილი არ იყო და სახლში გაუშვა. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ძმის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, თითქოს მან ცოლთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირი ძალის გამოყენებით დაამყარა. ვითხოვთ მოეხსნას ჩემს ძმას მოძალადის სტატუსი, ის უდანაშაულოა“, - თქვა დაკავებული დამ ნესტან ჟორჟოლიანმა.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, დავით ჟორჟოლიანის წინააღმდეგ საქმე მიმდინარე წლის თებერვალში აღიძრა. მისივე თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 6 -და ნ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები