რუბრიკები
სტიქიით დაზარალებული განმუხურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
ძლიერი ქარის გამო დაზარალებული განმუხურის მოსახლეობა გამგებელთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ისინი ამ მოთხოვნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, ძლიერმა ქარმა თხილის მოსავლის დაახლოებით 80% გაანადგურა. გამგეობასთან  იმყოფებიან ის ფერმერები, რომელთაც თხილის პლანტაციები სხვადასხვა კომპანიაში ჰქონდათ დაზღვეული, ასევე ისინიც, ვისაც საკუთარი თხილის მეურნეობა არ დაუზღვევია. ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ გამგებელი ამ წუთებში შეხვედრაზე იმყოფება და ის განმუხურის მაცხოვრებლებს ვერ შეხვდება. „ჩვენთან გამგეობაში ახლა  გამგებლის წარმომადგენლები იმყოფებიან, მათ შორის განმუხურის. ის ჩვენგან მიიღებს ინფორმაციას და მოსახლეობას აუხსნის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და ვის უნდა მიმართონ“, – თქვა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ. გუშინ მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში თხილის მოსავლის ნაწილი გაანადგურა.
Print