რუბრიკები
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (ვიდეო)
ხმაური იყო დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმისთვის ბრალდებული შვიდი პირის პროცესი დასრულდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ ბრალდებულთაგან ხუთ მამაკაცს 4 და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ორი ბრალდებული ქალის მიმართ აღძრული საქმე გადაკვალიფიცირდა და ისინი 3ათას-3ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ  და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.   გათავისუფლებულები და ასევე  დაკავებულთა ახლობლები პარლამენტის შენობის წინ  შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
Print