რუბრიკები
მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
შსს-ს ცნობით, მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. უწყების ცნობით, 1955 წელს დაბადებული ნოდარ ი. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით მესტიის რაიონის სოფელ ლატალში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები სროლისთვის ვარგისია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.
Print