Error
რუბრიკები
დავით ნარმანია და შოთა მურღულია სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ხვდებიან
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მისი მოადგილე შოთა მურღულია ზუგდიდში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას სწავლობენ და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას ხვდებიან. დილიდან მინისტრმა და მისმა მოადგილემ ანაკლიაში მიმდინარე მშენებლობა მოინახულეს, რის შემდგომაც ზუგდიდში, ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილებისთვის რვა 4-სართულიანი შენობისგან დაკომპლექტებული საცხოვრებელი კომპლექსი უნდა ააშენოს. ამის შემდეგ დავით ნარმანია და შოთა მურღულია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამეგრელოს მუნიციპალიტეტების გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და წევრებს ხვდებიან. შეხვედრაზე 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისთვის წარდგენის პროცედურებს განიხილავენ.
Print