PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/daviT-turashvili1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

დათო ტურაშვილი: "საზოგადოებაში აშკარაა პროგრესის ნიშნები, რაც თანამედროვე ქვეყანაში ცხოვრების წინა პირობაა" (video)
21:35 / 06.03.2013
ზუგდიდში, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ღონისძიება გამართა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მწერალმა დათო ტურაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი „დოდოს მოლოდინში“ პიესაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე გენდერულ საკითხზე დებატები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ექსპერტებმა თამარ საბედაშვილმა და თათა ცოფურაშვილმა მიიღო.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 18:00 საათზე შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრის ფოიეში გამოფენა გაიხსნება. ,,ქალთა საკითხი საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“-ამ სახელწოდებით ექსპოზიცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს საზოგადო მოღვაწე ქალებს, მათ ისტორიებს, ნარკვევებს, წერილებს, პუბლიკაციებსა და იმ მამაკაცებს წარმოაჩენს, რომლებიც საქართველოში ქალთა ემანსიპაციას უწყობდნენ ხელს.
ზუგდიდში 6 მარტს დაგეგმილ ღონისძიებებს 19:00 საათზე ზუგდიდის დრამატულ თეატრში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები ადგილობრივი მაყურებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შექმნილ პიესას „სიზმარი“ გააცოცხლებენ. „სიზმარი“ ერთ-ერთია იმ 9 საუკეთესო პიესას შორის, რომელიც ქართველმა დრამატურგებმა ოჯახში ძალადობის თემაზე შექმეს. მისი ავტორი ზურაბ პაპიაშვილია, რეჟისორი კი - ნინო მაღლაკელიძე - შიიტს. სპექტაკლში კ. მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: ეკა ნიჟარაძე, ვარლამ კორშია, ქეთევან ცხაკაია, ონისე ონიანი და ნინო წულაძე მონაწილეობენ.
დათო ტურაშვილი შეხვედრას დადებითად აფასებს და დასძენს, რომ დიდიხანია მას შეხვედრა, ადამიანებთან, რომლებსაც უნდათ კარგ ქვეყანაში ცხოვრება არ ჰქონია. მისივე თქმით საზოგადოებაში პროგრესის ნიშნები შეინიშნება, რაც თანამედროვე ქვეყანაში ცხოვრების წინა პირობას ქმნის.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 3 მარტს თელავში დაიწყო. კვირეული ზუგდიდიდან ქუთაისში გადაინაცვლებს. მისი დასკვნითი ეტაპი კი დედაქალაქში გაიმართება. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 11 მარტს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები