PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/xoriT-movachreebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ (video)
15:55 / 07.03.2013
ზუდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში ხორცით მოვაჭრე 20- მდე პერსონალი გაიფიცა. როგორც რადიო “ათინათთან“ საუბარში მოვაჭრეები ყვებიან გაფიცვის მიზეზი ხორცის დამუშავებისთვის საჭირო თანხების მომატებაა.
იმისათვის რომ ხორცი ბაზარში გასაყიდად გაიტანონ ახლა უკვე გრძელი პროცედურის გავლა უწევთ, რაც შემდგომში ხორცის ფასზეც აისახება. „საქონელი ჯერ სასაკლაოში უნდა დაიკლას, შემდეგ ლაბორატორიული შემოწმება გაიაროს და მერე უნდა გავიტანოთ გასაყიდად, რაც დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული“,- გვიყვება ერთ-ერთი მოვაჭრე.
როგორც რადიო „ათინათთს“ პერსონალმა მოუყვა, აქამდე საქონელი მეპატრონეების სახლში მზადდებოდა, შემდგომ ლაბორატორიაში მოწმდებოდა მისი ვარგისიანობა და პირდაპირ ბაზარში გასაყიდად გაჰქონდათ. სასაკლაოში ხორცის დამზადებას დამატებით 50 ლარი სჭირდება.
გურამ ნაყოფია 70 წელს გადაცილებულია და როგორც თვითონ გვიყვება შვიდ სულიანი ოჯახიდან მხოლოდ ის მუშაობს. "რა უნდა ვქნა, მომატებული ფასების პირობებში ჩვენ ვერ ვიმუშავებთ. ისედაც ვერ ყიდულობდა ხალხი ხორცს და ახლა საერთოდ ვერ გავყიდით. აქ ვინც ვმუშაობდით ყველანი უმუშევარი ვრჩებით. უნდა შეიცვალოს ეს პირობები"- გვიყვება გურამ ნაყოფია.
მათივე თქმით გაფიცვა მანამ გაგრძელდება სანამ შესაბამის სამსახურიდან სათანადო ყურადღებას არ მიაქცევენ.
მასალის გამოყენების პირობები