Error
რუბრიკები
8 მარტი ქალაქის ქუჩებში (video)
ზუგდიდში, საპატრულო პოლიციამ ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მძღოლ ქალბატონებს თაიგულებით მიულოცა. პატრულის თანამშრომლები ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, შუქნიშანთან გაჩერებულ ავტომანქანების, ქალბატონ მძღოლებს ენძელების თაიგულით და ლამაზი სიტყვებით რვა მარტს ულოცავდნენ. როგორც მედიასთან საუბარში ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვახტანგ დადუნაძემ აღნიშნა. ის სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის სახელით ქალთა საერთაშორისო დღეს მძროლ ქალბატონებს და არამარტო მძღოლ ქალბატონებს ულოცავს და უსურვებს, რომ ქვეყნის აღმშენებლობით საქმიანობაში თავიანთი წვლილი შეეტანოთ. რვა მარტის დღესასწაულს ასევე უერთდება ასოციაცია "ათინათთან" არსებული "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ცენტრი. რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო კლუბ "სპექტრმა" აქცია სახელწოდებით "იღიმის მარტი იებით ხელში" ჩაატარა. კლუბის წევრებმა ყვავილები და ბარათები სამშობიარო, სახლში ახალბედა დედებს გადასცეს და ასევე ქალაქის ქუჩებში მისალოცი ბარათები დაარიგეს.
Print