Error
რუბრიკები
აფხაზეთის მთავრობამ უხუცეს დევნილ ქალბატონს 8 მარტი მიულოცა
ზუგდიდში მცხოვრებ უხუცეს დევნილ ქალბატონს ჟუჟა ტორუას, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა, 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრად ტელევიზორი გადასცეს. ჟუჟა ტორუა 1908 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში, ამჟამინდელ რეფში დაიბადა. უხუცესი დევნილი ქალბატონი ამჟამად 105 წლისაა იგი 7 შვილის დედა და 60 შვილიშვილისა და შვილთაშვილის ბებიაა. ჟუჟა ტორუას შვილი ჯემალ ტორუა აღნიშნავს, რომ ქალბატონი ჟანმრთელობას არ უჩივის და აფხაზეთის მთავრობას ყურადღებისთვის მადლობას უხდის. როგორც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა ოთარ გოგოხიამ აღნიშნა, ჟუჟა ტორუას აფხაზეთის მთავრობის მხრიდან სამედიცინო დახმარებაც გაეწევა.
Print