PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/gamgeobaa-gamsaxudiaJPG.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდის ცენტრში მერაბ კოსტავას ბიუსტი განთავსდება (video)
18:46 / 08.03.2013
ზუგდიდში მერაბ კოსტავას ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის განთავსების სავარაუდო ადგილზე დღეს გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე იდეის ინიციატორებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებმა იმსჯელეს.
შეხვედრა დისკუსიის ფონზე წარიმართა, მონაწილეებმა სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს.
მიღწეული შეთანხმების თანახმად მერაბ კოსტავას ბიუსტი ზვიად გამსახურდიას ძეგლის გასწვრივ განთავსდება და მათ შორის დაგებულ ქვაფენილზე ჯვარი იქნება აღმართული.
ბიუსტის დადგმის ინიციატორმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლაშა ქობალიამ განაცხადა, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას ძალისხმევით ძეგლი ძალიან მალე დაიდგმება.
ბიუსტის გახსნა 26 მაისს საზეიმო ვითარებაში იგეგმება. ძეგლის ავტორი ბადრი სხულუხიაა.
ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ წევრის, კახა მიქაიას განცხადებით, კოსტავას ბიუსტის ზუგდიდში დადგმა პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები