Error
რუბრიკები
ზუგდიდში საპატრულო პოლიციის პირადი შემადგენლობა 45%-ით გაიზარდა
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამეგრელოს რეგიონში საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება. სამეგრელოს რეგიონში პატრულირება საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით განხორციელდება და 14 საპატრულო ეკიპაჟის ნაცვლად რეგიონს 20 ეკიპაჟი მოემსახურება. შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის ზუგდიდის სამმართველოს 3 საპატრულო ეკიპაჟი დაემატება და დღეიდან ქალაქს 8 ეკიპაჟი მოემსახურება, სამეგრელოს მაგისტრალის სახაზო განყოფილების 5 ეკიპაჟს კი - 2 დაემატება, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას გააუმჯობესებს. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ზუგდიდიდან ანაკლიის მიმართულებით პატრულირებას რეგულარულად განახორციელებს 1 ეკიპაჟი, რაც აქამდე მხოლოდ საკურორტო სეზონის დროს ხდებოდა. საპარტულო ეკიპაჟის გაზრდასთან დაკავშირებით ზუგდიდის საპატრულო პოლიციას  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და მისი პირველი მოადგილე ზაზა ტალახაძე სტუმრობდნენ. დავით ცინარიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სამეგრელოს მასშტაბიდან გამომდინარე ეკიპაჟის გაზრდა სამინისტროს მნიშვნელოვნად მიაჩნია. როგორც ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვახტანგ დადუნაძე აღნიშნავს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი  სამეგრელოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, კონკრეტულად ქალაქ ზუგდიდში საპატრულო პოლიციელების პირადი შემადგენლობა და ავტომანქანების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა. „ჩვენ შესაძლებლობებს მიღმა ვიმუშავებთ, ვიშრომებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ უსაფრთხოდ, ეს ჩვენი ძირითადი მიზანია“,-აღნიშნა დადუნაძემ.
Print