PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/kaxa-miqaia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

კახა მიქაიას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ორი მოთხოვნა აქვს (video)
19:24 / 11.03.2013
მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელმა კახა მიქაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს განცხადებით მიმართა. მიქაია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ორი საკითხის წამოყენებას და გადაჭრას ითხოვს.
პირველი, ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური სკვერიდან რამდენიმე წლის უკან გაუჩინარებულ იაკობ გოგებაშვილის ბიუსტის დაბრუნებას ეხება. კახა მიქაია მოითხოვს ბიუსტი ძველ ადგილს დაუბრუნდეს ან მისი განთავსება ქალაქის სხვა ცენტრალურ ადგილზე მოხდეს.
მეორე საკითხად მიქაია გრიგოლ ქობალიას სახელობის ქუჩისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნებას ითხოვს. აღნიშნული ქუჩა გრიგოლ ქობალიას სახელობის რამდებიმე წლის უკან გახდა მანამდე ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის სახელს ატარებდა.
კახა მიქაია აღნიშნავს რომ მას ხელთ აქვს ქობალაის ქუჩაზე მაცხოვრებელთა ხელმოწერები, რომლებიც ასევე ქუჩისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნებას ითხოვენ. მიქაია დასძენს, რომ ის წინააღმდეგი არ არის გრიგოლ ქობალაის სახელი სხვა ქუჩას მიენიჭოს.
„დაიცავი საქართველოს“ მოთხოვნას ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენელი ლალი ანთიაც უერთდება.
აღნიშნული განცხადება მიქაიამ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს უკვე გადასცა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია მედიასთან საუბარში განმარტავს რომ გამგეობა „დაიცავი საქართველოს“ ინიციატივას მიესალმება და მხარს უჭერს.
მასალის გამოყენების პირობები