Error
რუბრიკები
დევნილებმა შიმშილობა მამუკა ცოტნიაშვილთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს (video)
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილი მოშიმშილე დევნილებს შეხვდა. ცოტნიაშვილი რამაზ არონიას ესაუბრა, რომელმაც რამოდენიმე საათის უკან პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. დევნილებმა მინისტრის მოადგილეს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს, ისინი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის, გიორგი ბარამიას გადადგომას და მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. მამუკა ცოტნიაშვილმა  მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ  სამინისტროს გეგმაზომიერი მოქმედების სტრატეგია აქვს გაწერილი რის საფუძველზეც ზუგდიდში უახლოეს პერიოდში იწყება, როგროც რეაბილიტაციის პროგრამა ასევე დევნილთათვის ახალი კორპუსების მშენებლობაც. საცხოვრებელი ფართით კი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი დევნილები დაკმაყოფილდებიან. ცოტნიაშვილი მოშიმშილეებს დაჰპირდა, რომ მათი დასაქმების პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება. მან ასევ დევნილებს განუცხდა, რომ იგი ვიზიტის ფარგლებში ზუგდდიში განთავსებულ სამედიცინო ცენტრებს მოინახულებს და მათ ჯანდაცვის შეღავათიან პაკეტს შესთავაზებს. მინისტრის მოადგილემ შეკრებილ ლტოლვილებს აღუთქვა, რომ დღესვე ყველა მათგანს გაყვება სახლში და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა. "ჩვენ შევთანხმდებით მოვილაპარაკებთ და შიმშილობა აღარ იქნება'"-აღნიშნა ცოტნიაშვილმა. "დევნილთა საინიციატივო ჯგუფის"  წარმომადგენელმა კობა ვაზგანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოშიმშილეები შიმშილობას წყვეტენ, რადგან მინისტრის მოადგილემ მათ განუცხდა, რომ ზუგდიდში დევნილთათვის კორპუსების მშენებლობა იწყება. თუმცა უცვლელი რჩება დევნილთა მეორე მოთხოვნა გიორგი ბარამიას გადადგომასთან დაკავშირებით, ვაზგანავას განცხადებით ამ საკითხზე საპროტესტო აქციები კვლავ განახლდება.
Print