PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/solidaroba1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებულ სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდშიც უერთდებიან
20:57 / 14.03.2013
აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენამდე თბილისში სტუდენტები პერნამენტულ აქციებს გამართავენ. სტუდენტებს სოლიდარობას ზუგდიდელი ახალგაზრდები უცხადებენ.
აგრარული უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე პროცესებს ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობა მოძრაობა „პატრიოტებთან“ ერთად ეხმაურება.
სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, ილია ჭითანავა აცხადებს, რომ ყველა სტუდენტის უფლება დაცული უნდა იყოს და ისინი ახალგაზრდებს ყველანაირად დაუჭერენ მხარს.
პროცესს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს მოძრაობა „პატრიოტების“ წევრი გოგი ხოჭოლავა და აღნიშნავს, რომ აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებულ პროცესებში ბენდუქიძის პირადი ინტერესი გამოიხატება.
სტუდენტებს მხარდაჭერას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უცხადებენ. მესხიას უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის ჭაბუკა ჯიქიას განცხადებით აუცილებელია ყველა სტუდენტის უფლება დაცული იყოს და საკითხი ძალიან მალე, მათ სასარგებლოდ გადაწყდეს.
მასალის გამოყენების პირობები