PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/devnilebis-shexvedra.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

სამოქალაქო სექტორი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა (video)
21:50 / 14.03.2013
დევნილთა პრობლემების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია შეხვდა. აქვე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის უფროსი გოგი რევია.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ინიციატივით მოეწყო და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრაზე სხვადსხვა კომპაქტურში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელ პირობებზე ისაუბრეს.
არასამთრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მურმან მალაზონიამ განაცხადა,რომ რამდენიმე კომპაქტური ცენტრის რეაბილიტაცია დევნილების მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს ვერ გააუმჯობესებს და არც დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა იქნება ყველა დევნილის დასაკმაყოფილებლად საკმარისი.
გამგეობის სამსახურის წარმომადგენელმა გოგი რევიამ დევნილთათვის გამგეობაში არსებულ პროგრამებზე ისაუბრა.
მისი თქმით ამ დროისთვის გამგეობაში დევნილთა კუთხით ოთხი პროგრამა მიმდინარეობს: უფასო სასადილოები, ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა, ყოველი გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარება და უმწეო, მრავალშვილიანთათვის განკუთვნილი დახმარება.
ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა ოთარ გოგოხიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს დევნილების დახმარებას.
შეხვედრის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ განაცხადა, რომ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სამოქალაქო სექტორს მიეღო ინფორმაცია თუ რა პროგრამით არის მოსული,და რის გაკეთებას აპირებს აფხაზეთის მთავრობის ახლად არჩეული ხელმძღვანელი სამეგრელოს რეგიონში. მისივე თქმით მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები