PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/sasoflo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ზუგდიდში დღეიდან იწყება (video)
18:24 / 15.03.2013
სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოსა და სამინისტროს წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ და კომბინირებული ბარათები დაურიგეს. ბარათში ხვნისა და დატისკვის სამუშაოები შედის.
ბარათები ზუგდიდის მუნიციპალიეტის სოფლებში დარიგდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტექნოლოგიების სამმართველოს წარმომადგენელმა , ლორენცო ლემონჯავამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სოფლებში შემოვა ტექნიკა, რომელიც დატისკვისა და ხვნის სამუშაოებს შეასრულებს. „სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ აღნიშნული სამუშაოების შესრულება აგრო ვადებში, მარტის თვეში შესრულდეს“-აღნიშნავს ლემონჯავა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, გიორგი თოდუა მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბარათით სარგებელს 23 826 ბენეფიციარი მიიღებს, რაც 7 400 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დამუშავდებას ითვალისწინებს.
ჩხორიის რწმუნებული ედემ კეკუტია ათინათთან საუბარში აცხადებს, რომ შეხვედრაზე რწმუნებულებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იქნეს შევსებული და მიწოდებული მოსახლეობისთვის რეკომენდირებული ბარათები.
მასალის გამოყენების პირობები